თბილისი ტურიზმის მეოცე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

გამოწერა
წელს Caucasus Tourism Fair 2018-ის გამოფენაში 7 ქვეყნიდან - საქართველო, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, ჩინეთი, ტაილანდი, თურქეთი - 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ტურიზმის მეოცე საერთაშორისო გამოფენა Caucasus Tourism Fair (CTF) 2018 გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წელს Caucasus Tourism Fair (CTF) 2018-ის გამოფენაში 7 ქვეყნიდან — საქართველო, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, ჩინეთი, ტაილანდი, თურქეთი — 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. 

შიდა ტურიზმი საქართველოში - Sputnik საქართველო
შიდა ტურიზმი – პოპულარული მიმართულებები საქართველოში

ორგანიზატორების ცნობით, გამოფენის მიზანია  საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა, შიდა ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია, რეგიონში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი თემები: კულტურული და სათავგადასავლო ტურები, ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები, დაცული ტერიტორიები და ეკოტურები, დასვენების კომპლექსები, სატრანსპორტო კომპანიები, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება.

დამთვალიერებელს  შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში გაეცნოს საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონულ ტურისტულ კომპანიებს, ავია და სატრანსპორტო სააგენტოებს, საკონსულტაციო კომპანიებს.

გამოფენის ორგანიზატორია „ექსპო ჯორჯია“. გამოფენა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

Caucasus Tourism Fair (CTF)18 თბილისში 14 აპრილამდე გასტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0