საქართველოს პრემიერმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ კვლავ გაგრძელდება ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობების ინტენსიური განვითარება

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.

აზერბაიჯანში ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც, წინასწარი შედეგებით, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 90%–ზე მეტის დამუშავების შემდეგ ცნობილია, რომ მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ამოამრჩევლის 86,09%–მა დაუჭირა მხარი. არჩევნებში ამომრჩეველთა 74,51% მონაწილეობდა.

„გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას! მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ დინამიური, ორმხრივი ურთიერთობების განვითრებას და რომ ჩვენი ერთობლივი ინციატივები მრავალ  სფეროში გააძლიერებს ჩვენს ერებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – წერს კვირიკაშვილი в twitter–ზე. Congratulations @presidentaz on your re-election! I firmly believe that our countries will continue to develop dynamic, mutually beneficial relations, and that our joint initiatives in many fields will strengthen both nations and our strategic partnership.

მანამდე პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

აზერბაიჯანის ცესკომ არჩევნების შედეგები 11 დღის განმავლობაში უნდა შეაჯამოს და დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინოს.

ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო ვადა შვიდ წლამდე გაიზარდა, ამიტომ ქვეყანაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0