რამდენი ქალი მძღოლია საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში საქართველოში ქალი მძღოლების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოში მართვის მოწმობა 2013 წლის შემდეგ 126 ათას 378 ქალმა მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi შსს–ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

2018 წელს სულ გაიცა 13,6 ათასი მართვის მოწმობა. აქედან 5 ათას 401 მიიღო ქალმა, ხოლო 8 ათას 130–ზე მეტი – მამაკაცმა.

მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
დღეიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ აქვთ

საქართველოში 2017 წელს გასცეს 58 ათას 478 მართვის მოწმობა. აქედან 26 ათას 339 გაცემული იყო ქალებზე, ხოლო 32 ათას 139 – მამაკაცებზე; 2016 წელს გასცეს 54 ათას 580 მართვის მოწმობა, აქედან 23 ათას 757 – ქალებზე, დანარჩენი – მამაკაცებზე.

რაც შეეხება 2015 წლის მონაცემებს, მაშინ გაიცა 49 ათას 423 მართვის მოწმობა, აქედან 21 ათას 944 – ქალებზე, ხოლო 27 ათას 479 – მამაკაცებზე.

2014 წელს რეკორდული რაოდენობის მართვის მოწმობა გასცეს – 73 ათას 115, აქედან 29 ათას 523 – ქალებზე, ხოლო 43 ათას 632 – მამაკაცებზე.

2013 წელს გაიცა 58 ათას 852 მართვის მოწმობა, აქედან 19 ათას 514 – ქალებზე და 39 ათას 338 – მამაკაცებზე.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოში მართვის მოწმობის აღება GEO VERS
რამდენი ქალი მძღოლია საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოში მართვის მოწმობის აღება GEO VERS


ყველა ახალი ამბავი
0