Fuckup Nights თბილისში: წარმატებული ქართველები განცდილ მარცხებზე ისაუბრებენ

© FB / Tech Park Georgiaსტარტაპ-ფორუმი თბილისში
სტარტაპ-ფორუმი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ბიზნესმენები და ჟურნალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, საღამოზე ფოტოსლაიდების სახით წარმოადგენენ საკუთარ ისტორიას და თავიანთ მთავარ მარცხზე ისაუბრებენ

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისი უერთდება გლობალურ მოძრაობა Fuckup Nightsფარგლებშიც წარმატებული ქართველი ბიზნესმენები და ჟურნალისტები იმ მარცხებსა და დანაკარგებზე ისაუბრებენ, რომლებიც ცხოვრების გზაზე განიცადეს, აუწყა Sputnik-საქართველოს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 

საღამოზე, რომელიც მულტიმედიურ კომპლექს „ფაბრიკაში“ ჩატარდება, აუდიტორიის წინაშე წრადგებიან: 

 

  • ვახო ვახტანგიშვილი — კრეატიული სააგენტო Leavingstone-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 
  • ბესო პაპიაშვილი — ტაქსების კომპანია Taxify Georgia-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი;
  • ნინო დარასელი — ონლაინ ჟურნალ AT.ge-ს დამაარსებელი;
  • ნიკო ნერგაძე — მუსიკალური კრიტიკოსი და Playboy Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი.

 

„თითოეული სპიკერი, რომლებიც მაშინვე დათანხმდნენ ახალ პროექტში მონაწილეობას, ფოტოსლაიდების სახით წარმოადგენენ საკუთარ ისტორიას“, — განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

საპილოტე საღამოს ორგანიზატორები — არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Startup Bureau და ასევე მულტიმედიური კომპლექსი „ფაბრიკა“ გეგმავენ, რომ Fuckup Nights-ს პერმანენტული ხასიათი მისცენ და ღონისძიება ყოველთვიურად ჩაატარონ. 

Fuckup Nights — ეს გლობალური მოძრაობაა, რომელმაც 80 ქვეყანა მოიცვა. თვეში ერთხელ რომელიმე ქალაქში რამდენიმე წარმატებული ადამიანი იკრიბება და პუბლიკას საკუთარ მთავარ მარცხზე უამბობენ.  პირველი ღონისძიება 2012 წელს მექსიკაში ჩატარდა. დღეისათვის Fuckup Nights-ი მსოფლიოს 250 ქალაქში იმართება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0