რუსეთის და საქართველოს ახალგაზრდობა ერთობლივ ფორუმში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Julia Chestnovaქანდაკება „მეთევზეები“ პეტროზავოდსკში სანაპიროზე
ქანდაკება „მეთევზეები“ პეტროზავოდსკში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ახალგაზრდები ქართულ ცეკვას და თეატრალურ ხელოვნებას კარელიაში წარადგენენ - ქალაქ პეტროზავოდსკში, კონდოპოგუში და მედვეჟიეგორსკში

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ფორუმი სახელწოდებით „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთის შესახვედრად“ რესპუბლიკა კარელიას დედაქალაქ პეტროზავოდსკში ოთხშაბათს დაიწყო.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ორგანიზებულია კარელიის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოეზიის თეატრი კრედოს“ მიერ და რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით. ქართული მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან ბათუმის მერია და ქალაქ რუსთავის რუსული კულტურის საზოგადოება „როდნიკი“.

დროშები - Sputnik საქართველო
ქართულ-რუსულ ურთიერთობებს მოსკოვში ფორუმზე განიხილავენ

პროექტი ხელს შეუწყობს კარელიის და საქართველოს ახალგაზრდობის დაახლოებას ტოლერანტობის იდეებზე, გაამყარებს ხალხთა შორის დიალოგს, ხელს შეუწყობს პეტროზავოდსკსა და რუსთავს შორის ხელოვნებისა და განათლების სფეროში საპარტნიორო ურთიერთობების დამყარებას, ნათქვამია  რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის ვებგვერდზე.

ფორუმის დევიზია — „ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთიანობით ძლიერნი!“.

ფორუმის ფარგლებში 11-დან 18 აპრილამდე ქალაქებ პეტროზავოდსკს, კონდოპოგუსა და მედვეჟიეგორსკს ბათუმისა და რუსთავის ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ეწვევიან.

გარდა ამისა, 13 აპრილიდან 10 მაისამდე პეტროზავოდსკის სახელოსნო სახლში დაგეგმილია კარელიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბადრი თოფურიას, ესენინის მოსკოვის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ერთობლივი გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელიც მიეძღვნება სერგეი ესენინის ყოფნას კავკასიაში, ქართული მხარეების და რუსეთის ჩრდილოეთის პეიზაჟები, თბილისური ეზოების ჩანახატები, ცნობილი ქართული კერამიკა, ტიხრული მინანქარი, ასევე ნაკეთობები ლითონისგან, ხისგან და ძვლისგან.

 

ყველა ახალი ამბავი
0