თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტში დღეს ავტომობილში ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
მანქანა ცენტრალურ გზაზე მდინარე გუბისწყალთან იყო გაჩერებული. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.