„გაზპრომის“ შვილობილმა კომპანიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoთანამგზავრული ანტენები
თანამგზავრული ანტენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ბაზარზე გასვლას კომპანია განიხილავს არა როგორც მხოლოდ ბიზნეს–პროექტს, არამედ ამაში სოციალურ მისიასაც ხედავს

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik.  კომპანია „გაზპრომ–მედიას“ შვილობილმა კომპანიამ,  თანამგზავრულმა ტელევიზია НТВ-ПЛЮС–ის ოპერატორმა  საქართველოში მაუწყებლობა ბრენდით NTV-PLUS GEORGIA დაიწყო, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ამგვარად, НТВ-ПЛЮС ციფრული და თანამგზავრული პირველი რუსული ოპერატორია, რომელმაც საქმიანობის განხორციელება რუსეთის საზღვრებს გარეთ საკუთარი ბრენდით დაიწყო.

„გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებში შედის. საქართველო, რა თქმა უნდა, პერსპექტიული ბაზარია, მაგრამ საქართველოში მაუწყებლობის დაწყებას განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც ბიზნეს–ქეისს. ჩვენთვის ეს ბევრ რამეში ასევე სოციალური მისიაა. პერსპექტივაში ასევე არ გამოვრიცხავთ დსთ–ის ქვეყნებში გასვლას, სადაც НТВ-ПЛЮС–ის სიგნალის მიღება ტექნიკურად შესაძლებელია“, – განაცხადა НТВ-ПЛЮС–ის გენერალურმა დირექტორმა მიხაილ დემინმა. 

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია - Sputnik საქართველო
ტელევიზიის მსოფლიო დღე: ისტორია და ტრადიციები

NTV-PLUS GEORGIA–ს პლატფორმაზე წარმოდგენილი 20–ზე მეტი არხი – ესაა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი მედიაჰოლდინგ „გაზპრომ–მედიას“ საკუთარი წარმოების არხები, რომლის შემადგენლობაში შედის ოპერატორი НТВ-ПЛЮС. გარდა ამისა, აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ტელეარხების ყველა ეთერი იხილონ.

НТВ-ПЛЮС–ის პარტნიორია კომპანია „მედია ჯგუფი“, რომელიც ახორციელებს აღჭურვილობის გაყიდვას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის განვითარებას.

„НТВ-ПЛЮС – ესაა ძლიერი ცნობილი ბრენდი და ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი. დღეს რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნა არის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოს ტერიტორიაზე აბონენტებისთვის საინტერესო იქნება“, – განაცხადა კომპანია „მედია ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ნაკაშიძემ.

НТВ-ПЛЮС–ის თანამგზავრული სიგნალი მსოფლიო ლიდერია ტერიტორიის დაფარვის მხრივ. ამ ტერიტორიაში შედის საქართველო და დსთ–ის ქვეყნების დიდი ნაწილი. NTV-PLUS GEORGIA–ს მაუწყებლობა ხორციელდება თანამგზავრებიდან Eutelsat 36В და Экспресс АМУ1.

თანამგზავრული ტელევიზიის ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ერთ–ერთი დიდი ევროპული DTH–ოპერატორის, კომპანია SES–ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ თანამგზავრულ ტელევიზიას ირჩევს.

ქვეყნის გეოგრაფიული მახასიათებლები კაბელური მაუწყებლობის შესაძლებლობებს არსებითად ზღუდავს, რის გამოც მნიშვნელოვან ტერიტორიაზე თანამგზავრული სიგნალის მიღება უალტერნატივო ვარიანტი რჩება.

2016 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში ფასიანი თანამგზავრული ტელევიზიის მომსახურებით 120 ათასზე მეტი დიასახლისი სარგებლობს. ექსპერტების აზრით, ბაზრის პოტენციალია 400 ათასი დიასახლისი. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0