ქართველმა ძიუდოისტებმა ანკარაში სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

© FB / International Judo Federationძიუდოისტი ბაგრან ნინიაშვილი (მეორე მარცხნიდან)
ძიუდოისტი ბაგრან ნინიაშვილი (მეორე მარცხნიდან) - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობით გამოვიდა

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიის გრან-პრიზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც ფინალში მოლდაველი დენის ვიერუ დაამარცხა, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო გახდა. ოქროს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ჯაბა პაპინაშვილს (-66 კგ), რომელიც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს ალბერტ ოგუზოვთან დამარცხდა. კიდევ ერთი ჯილდო, ბრინჯაოს მედალი, საქართველოს ნაკრებს ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა.
გამარჯვების წყალობით, ნინაშვილმა 700 რეიტინგული ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე გადაინაცვლა. მან საკუთარი პოზიცია 36 ერთეულით გააუმჯობესა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი პაპინაშვილმა განახორციელა. ანტალიის გრან-პრიზე  მოპოვებულმა ვერცხლმა ქართველ ძიუდოისტს 490 ქულა მოუტანა, რის შედეგადაც სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგში 263-ე ადგილიდან 60 ერთეულით დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი  თურქეთის ტურნირზე თავიდანვე გეგმავდა ახალგაზრდული შემადგენლობის გამოყვანას და გუნდის ლიდერების დასვენებას.

ყველა ახალი ამბავი
0