ჩაჩიბაია: ექვსი წლის წინ მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი
„ექვსი წლის წინ მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ, საბედნიეროდ, გადავრჩი. გადავრჩი და მეორედ მომეცა სიცოცხლის შანსი. სამი დღე კომაში ვიყავი და სწორედ ამ დროს დამჭირდა ხელის ამპუტაცია“, განაცხადა ჩაჩიბაიამ.
ლიკას განცხადებით, არანაირი პანიკა და დეპრესია არ ქონია. დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, ერთი ხელი ექნებოდა თუ ორი. მთავარი იყო, რომ გადარჩა და კვლავ მიეცა შანსი სიცოცხლით დამტკბარიყო.