ლელო შუხუთში: როგორ თამაშობს ასობით ადამიანი "ქართულ რაგბის"

გამოწერა

გურიის სოფელ შუხუთში აღდგომაზე ტრადიციულად გაიმართა შეჯიბრი უძველეს თამაშ ლელობურთში. Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ნამდვილი ბრძოლა 16 კილოგრამიანი ბურთისათვის

ქართველები "ლელოს" მთელს ქვეყანაში თამაშობდნენ წლების განმავლობაში. ისტორიკოსების აზრით, "ლელო" სამასზე მეტი წლისაა. თამაში პოპულარული იყო როგორც არისტოკრატებში, ასევე უბრალო ხალხში. "ლელოს" თამაშის ტრადიცია დღემდე შემორჩა, თუმცა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ შუხუთში, მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. თამაშის წესი ასეთია: გუნდმა უნდა მოიპოვოს 16 კილოგრამიანი ბურთი და მეტოქის კარში დაამიწოს. თამაშის დღეს დილიდან ტყავისგან იკერება ბურთი, შიგნით ყრიან მიწას და ასხამენ ღვინოს. ბურთი თამაშში ადგილობრივ მოძღვარს შეაქვს, რის შემდეგაც ნამდვილი შერკინება იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0