თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მსახიობის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
ლეილა აბაშიძეს ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.
საზოგადოება საყვარელ მსახიობს გამოეთხოვება პანაშვიდებზე, 10 და 11 აპრილს მისამართზე: ფალიაშვილის ქ., 33 (სახლი, სადაც ლეილა აბაშიძე ცხოვრობდა). 12 აპრილს კი პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართება.
ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა თბილისში კვირას, 88 წლის ასაკში. მსახიობი ბოლო თვის განმავლობაში მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში იმყოფებოდა.