ბოდბის პოლიციის განყოფილებაში 30 წლის მამაკაცი პოლიციელისთვის იარაღის გამოძალვას შეეცადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დამნაშავე ბაკურციხეში დააკავეს

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის, იარაღის მისაკუთრებისა  და გამოძალვის ბრალდებით კახეთში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატრულის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
ძალადობა პოლიციელებზე: დაკავებულია ცხრა პირი

გამოძიებამ დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ორ აპრილს, დამნაშავემ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილი გასტაცა, შემდეგ საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით განყოფილების მორიგე პოლიციელისთვის იარაღის გამოძალვა სცადა. 

ბრალდებულმა საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან გაქცევა მოახერხა.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს და დამნაშავე ცხელ კვალზე, სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

გამოძიება ძარცვის, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, რომელიც 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0