„შეიგრძენი“ ქართველი მხატვრები: მოსკოვში გამოფენა იხსნება

© photo: Sputnik / Alena Savelievaგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მთავარი მიზანია რუს დამთვალიერებელს თანამედროვე ქართული ხელოვნება გააცნოს

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ქართველი მხატვრების გამოფენა „შეიგრძენი“ 11–20 აპრილს გაიმართება მოსკოვის გეოლოგიის სახელმწიფო მუზეუმში.

ექსპოზიციაში გამოფენილი იქნება ქართველი მხატვრების რუსუდან ხიზანიშვილის, თუთუ კილაძის, ელენე მეტრეველის, ზურაბ გიკაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ტატიანა პაპისაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, კოკა ცხვედიანის, კონსტანტინე თოთიბაძის, გოგი თოთიბაძის, ლეონიდ სემეიკოს, ბყბა არაბულის, ნიკა გაბუნიას, ამირან კუპრავას, ავთანდილ თოფურიას და ამირან ისიანის ნამუშევრები. 

დათო ჯიბლაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის ნამუშევრები ქეთი მელუასა და პიერ კარდენის კოლექციებში

პროექტის კურატორის, ნანა ზაალიშვილის განცხადებით, გამოფენის ყველა მონაწილე ერთმანეთისგან გამოირჩევა საკუთარი მანერით, ინდივიდუალური მხატვრული ხედვით. თუმცა ერთად თანამედროვე ქართული ხელოვნების სახეს წარმოადგენენ.

„გამოფენის ძირითადი მიზანია, აჩვენოს დამთვალიერებელს თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა, ჟანრებისა და სტილების ხედვის მრავალფეროვნება ერთ საგამოფენო სივრცეში იმგვარად, რომ დამთვალიერებელმა მთლიანობაში აღიქვას ძირითადი თვალსაზრისი და დაინახოს საქართველოს თანამედროვე მხატვრული მიმდინარეობის ვექტორი“, – ნათქვამია მუზეუმის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების თბილისური გალერეა White gallery–ს კურატორული პროექტია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0