მასმედია: დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მრჩეველი მურად მარგოშვილი

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიერაყი. ბაღდადი
ერაყი. ბაღდადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან არის.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik.  ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ბოევიკი აბუ–ვალიდ ალ–შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი მრჩეველი და მარჯვენა ხელი იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი არაბულ მასმედიაზე დაყრდნობით.

როგორც ტელეკომპანია Al Sumaria იუწყება, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკის მახლობლად მოკლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან არის.

აკრძალული სააგიტაციო მასალების დათვალიერება - Sputnik საქართველო
დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში ISIS-ის მხარეზე სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებშიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

აბუ–ვალიდ ალ–შიშანი აშშ–ის „შავ სიაშია“ შეყვანილი.

ახმეტის რაიონის გამგებლის, მათე ქავთარაშვილის მონაცემებით, სირიასა და ერაყში საქართველოს 26 მკვიდრი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ–უმარ აშ–შიშანი, რომელიც სირიის ჩრდილოეთით „ისლამური სახელმწიფოს" ძალებს სარდლობდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად სირიასა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტული რგანიზაციის რიგებში საქართველოს 30 მოქალაქე იბრძვის. გასულ წელს სპეცსამსახურებმა მათი საქართველოში დაბრუნების არაერთი ფაქტი გამოავლინეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0