კვირიკაშვილი: 9 აპრილი ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის სიმბოლოდ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილის მემორიალი პარლამენტის შენობასთან ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური.

საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.  

ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
9 აპრილი: ხეებზე აკრული ლექსები და დატირება სიონში
 

„დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც მრავალი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ…  9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ”, — განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კვირიკაშვილის თქმით, განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომლის შედეგადაც  29 წლის წინ მთელი ქვეყანა გაერთიანდა, ამიტომ აუცილებელია  განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალებისა, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე მყოფმა ადამიანებმა თავი გაწირეს.


ყველა ახალი ამბავი
0