თბილისის მიმართულებით მოძრაობა გადაიტვირთა: ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოტრასა აღმოსავლეთი-დასავლეთი
ავტოტრასა აღმოსავლეთი-დასავლეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტად არის გადატვირთული ტრანსპორტის მოძრაობა ხაშურთან, სურამთან და ნატახტარის გადასახვევთან.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში საავტომობილო გზები გადაიტვირთა, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საცობი - Sputnik საქართველო
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

ყველაზე მეტად არის გადატვირთული ტრანსპორტის მოძრაობა ხაშურთან, სურამთან და ნატახტრის გადასახვევთან.

„ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასავლეთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთმანეთს უერთდება); თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამდე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან)“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

კვირიდან კი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.


 

ყველა ახალი ამბავი
0