უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Yuri Kaver / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ბუდაპეშტი
ქალაქი ბუდაპეშტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ უნგრეთის სამოქალაქო კავშირს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. კვირას უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, იუწყება РИА Новости სააგენტო France-Presse-ზე დაყრდნობით.

ძირითადი ბრძოლა არჩევნებზე ექვს პარტიას შორის მიმდინარეობს: მემარჯვენე-პოპულისტური უნგრეთის სამოქალაქო კავშირი ვიქტორ ორბანის მეთაურობით, მემარჯვენე პარტია „მოძრაობა უკეთესი უნგრეთისთვის“, უნგრეთის სოციალისტური პარტია, მწვანე ლიბერალები LMP, პარტია „დემოკრატიული კოალიცია“ და ლიბერალური პარტია „მოძრაობა მომენტუმი“.

აღნიშნულია, რომ ხმის მიცემის უფლება ქვეყნის 7,9 მილიონ მოქალაქეს გააჩნია.

გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ უნგრეთის სამოქალაქო კავშირს, რომელიც უნგრეთის მმართველი პარტიაა 2010 წლიდან.

წინა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 2014 წლის 6 აპრილს გაიმართა, მაშინ გამარჯვება ვიქტორ ორბანის პარტიამ მოიპოვა და 199-ადგილიან პარლამენტში 133 სავარძელი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0