თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში დილით ხანშიშესული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, განუცხადეს „Sputnik —საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახურში.
„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დამატებით დეტალები გამოძიების ფარგლებში გაირკვევა“, — აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.