ყაჩაღებმა წალკაში მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარეულო პოლიცია
საპარეულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედებმა სახლიდან 600 ლარამდე თანხა გაიტაცეს.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. წალკის რაიონში მოხუცი ცოლ-ქმარი დააღაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ორმა ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს და სახლიდან 600 ლარამდე თანხა გაიტაცეს. დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დაშავებული იპოვა მეუღლემ, რომელსაც სახლის მეორე სართულზე ეძინა და მომხდარის შესახებ არ გაუგია.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ჯერჯერობით დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0