გერმანიაში სატვირთო ხალხში შეიჭრა: 3 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე დაშავდა

© AFP 2024 / dpaპოკიცია და მაშველები მიუნსტერში, იმ ადგილას, სადაც სატვირთო ხალხში შეიჭრა
პოკიცია და მაშველები მიუნსტერში, იმ ადგილას, სადაც სატვირთო ხალხში შეიჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატვირთოს მძღოლმა თავი მოიკლა

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ტერაქტის შედეგად გერმანიის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости გაზეთ Focus-ზე დაყრდნობით.

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ მიუნსტერის ცენტრში ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ღია კაფეს მაგიდებთან ისხდნენ, სატვირთო შეეჯახა, სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 30 დაშავდა. სავარაუდოდ, საუბარია ტერაქტზე. პოლიციამ დაადასტურა, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„დაშავებულთა საერთო რიცხვია 50“, — წერს გამოცემა.

პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ სატვირთოს მძღოლმა თავი მოიკლა.

ამ მომენტისთვის მიუნსტერის ცენტრი გადაკეტილია, სამართალდამცველები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. გამოცემის ინფორმაციით, მომხდარის თავზე ვერტმფრენი დაფრინავს.

ყველა ახალი ამბავი
0