თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხაში სამი საცხოვრებელი სახლის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულია 28 წლის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 38 წლის ლ.ჯ. და 20 წლის ი.ე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობა“), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.