მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანი აღნიშნავს კვირას ქრისტეს აღდგომას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ემზადება თბილისი დღესასწაულისათვის

1/12
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში ეკლესიებთან ახლოს აღდგომის წინ ყველა ტრადიციული სადღესასწაულო სიმბოლო იყიდება

2/12
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში ახლა ყველგან შეიძლება წააწყდეთ ასეთ სააღდგომო დეკორაციებს

3/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სააღდგომო დეკორაციებით თბილისის ბევრ ქუჩაზე ვაჭრობენ

4/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ასე გაწყობილი დახლები სადღესასწაულო განწყობას ქმნის

5/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ყველგან შეიძლება იხილოთ ენდრო...

6/12
© Sputnik / Levan Avlabreli
და სხვადასხვა ზომის პასკები, რაც მათ ფასებს განაგებს

7/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ყველაზე პატარა პასკის ფასი დაახლოებით 1,5 ლარია

8/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ენდროს შეძენა კი დაახლოებით ერთ ლარად შეგიძლიათ

9/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სოფლის კვერცხი წელს გაძვირდა - მათმა ფასმა 80 თეთრს მიაღწია, ხოლო მაღაზიის კვერცის ფასი, 30-35 თეთრია

10/12
© Sputnik / Levan Avlabreli
აღდგომის დღესასწაულზე ყველა ოჯახში იშლება დიდი სადღესასწაულო სუფრა. რადგან ქართულ კერძებში გამოიყენება ნიგოზი, სადღესასწაულოდ მისი ფასიც გაიზარდა. თუმცა პროდუქტები მორწმუნეებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. უმთავრესი ეკლესიაში მისვლაა

11/12
© Sputnik / Levan Avlabreli
აღდგომასთან დაკავშირებით და ტრანსპორტის უსაფრთხოების გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით 8-9 აპრილს, თბილისის სასაფლაოებზე მიმავალ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

12/12
© Sputnik / Levan Avlabreli
აღდგომის დღეებში თბილისის სასაფლაოებზე ივლიან უფასო ავტობუსები, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. გარდა ამისა, აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობის დრო. კერძოდ, მეტრო უფასოდ იმუშავებს შაბათის 23:00-დან კვირის 04:00 საათამდე