გლოვის დღე საქართველოში – დროშები დაშვებულია

© Photo: courtesy of Georgian Governmentგლოვის დღე. მთავრობის კანცელარიის შენობა
გლოვის დღე. მთავრობის კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. გლოვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ მინდელის სახელობის შახტში მუშების დაღუპვის გამო გამოაცხადა, ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე დროშები დაშვებულია.

ხუთშაბათ ღამით დროშები დაუშვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებთან.

ჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე - Sputnik საქართველო
წითელი პარასკევი - მაცხოვრის სისხლით შეღებილი დღე

გუშინ გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

კიდევ სამი მუშა დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა, ასევე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.


ყველა ახალი ამბავი
0