თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროანძაზე ასული მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევის ადგილას პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. მამაკაცი გადმოხტა და ბატუტზე დაეცა.
მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები იკვლევენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა მამაკაცს. თუმცა ცნობილია მისი სახელი — თემო. ის ანძაზე ყოფნის დროს მედიასთან შეხვედრას ითხოვდა.