ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში 6 ათასი ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა

© photo: Sputnik / Valeriy Titievskiy / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკული საშუალება
ნარკოტიკული საშუალება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოს ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო ორგანოებისთვის არის გადაცემული

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ბათუმში, საზღვაო  ჰოსპიტალის სტაციონარში 6 ათასამდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

Synthetic drugs - Sputnik საქართველო
საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა

ტელევიზიის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე  გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა. 

საზღვაო ჰოსპიტალს  კომპანია „მედ-ემერჯენსი“ მართავს. 

საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის. 

როგორც „Sputnik–საქართველოს“  შსს–ში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტი მარტის ბოლოს მოხდა და გამოძიება  სსკ–ის 269-ე მუხლით („ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა“) დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0