საქართველოში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშისანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik.  მთავრობის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოში პარასკევი, 6 მარტი  გლოვის დღედ გამოცხადდა, ნათქვამია მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველმა პირებმა ტყიბულის შახტაში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს

გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  შახტაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ  შრომის უსაფრთხოების დაცვაზე  კონტროლის გამკაცრების შესახებ განაცხადა. 


ყველა ახალი ამბავი
0