თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში ინგლისის გუნდი 5:1 ანგარიშით გაანადგურა ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისის ახალ "სპორტის სასახლეში" გაიმართა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბრიტანელების კარი პირველ ოთხ წუთში სამჯერ აიღო. გოლების ავტორი არიან რონინიო, ტალესი და არჩილ სებისკვერაძე. კიდევ ორი გოლი ქართველებმა შესვენების შემდეგ გაიტანეს. დუბლით აღინიშნა სიმი საიოტი.
ამ მატჩში საქართველოს ნაკრებში ორი ნატურალიზებული ბრაზილიელის დებიუტი შედგა — ტალესისა და სიმი საიოტის — დებიუტი ორივემ გოლებით აღნიშნა.
საქართველოსა და ინგლისის ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩს თბილისში ხუთშაბათს კვლავ ახალ "სპორტის სასახლეში" გამართავენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.