თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონებში სააღდგომო დღესასწაულის დღეებში თბილი და ძირითადად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში პარასკევს, 6 აპრილს, დაბლობში იქნება 19-24 გრადუსი სითბო, ხოლო შაბათიდან ორშაბათამდე, 7-9 აპრილს — +23-28 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში პარასკევსა და შაბათს, 6-7 აპრილს მოსალოდნელია +14-19 გრადუსი, ხოლო კვირას, 8 აპრილს — +18-23.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. პარასკევსა და შაბათს, 6-7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იქნება +16-18 გრადუსი, ხოლო კვირასა და ორშაბათს, 8-9 აპრილს — +18-20.