პატრიარქმა ფეხთბანვის რიტუალი აღასრულა

© photo: Sputnikსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხთბანვის რიტუალით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საიდუმლო სერობის დღე გაგვახსენა - ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდ ხუთშაბათს, ტრადიციისამებრ, 12 მღვდელმსახურის ფეხთბანვის რიტუალი აღასრულა.

საიდუმლო სერობის მოზაიკა - Sputnik საქართველო
დიდი ხუთშაბათი - ვნების კვირის გამორჩეული დღე

საზეიმო წირვა პატრიარქმა სამების ტაძარში ჩაატარა. ფეხთბანვის რიტუალით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საიდუმლო სერობის დღე გაგვახსენა — ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა. მან თავისი მოწაფეების ფეხები განბანა და ამით სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი გვიჩვენა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები. ეს არის ის დღე როცა უფალმა დაბანა ფეხნი მოწაფეთათვის და აჩვენა სიმდაბლე თვისი. ამ დღეს მე მაკურთხეს დიაკონად. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ", — ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ შაბათს ხარების დღესასწაულია და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხარება აღდგომის წინა დღეს ემთხვევა. ხარების წირვა შაბათს სიონის საკათედრო ტაძარში 10 საათიდან აღევლინება, ხოლო 23 საათზე სააღდგომო ლიტურგია დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0