გოგუაძე: უკვე 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს

© FB / Mari Goguadzeმარი გოგუაძე
მარი გოგუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიარ-მენეჯერი მარი გოგოუაძე საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში მოგზაურობას.
გოგუაძე: უკვე 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს

„პირველად სამოგზაუროდ ERASMUS-ის პროგრამით თურქეთში წავედი. ფაქტობრივად, აღარ გავჩერებულვარ. უკვე 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და  მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. როცა სხვა ადამიანების კულტურასა და ტრადიციებს ეცნობი, გეცვლება შეხედულებები. ამ დროს სხვანაირად იწყებ აზროვნებას, სხვა ღირებულებები გიყალიბდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, მოგზაურობის დროს სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი უცხოელი მეგობარი გაიჩინა და ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მათთან სტუმრად ჩავიდეს. ამბობს, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა საშუალება გაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნო ადამიანები და გაიჩინო მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0