კარასინი: საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლით გამოაძევა

გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალური თბილისის ამ ნაბიჯით იმედგაცრუებულია

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამრუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების გავლენით მიიღო, განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

მარტის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექციიდან ერთ დიპლომატს აძევებს. თბილისმა ამგვარად გამოხატა სოლიდარობა დიდი ბრიტანეთისა და რიგი დასავლური ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებს თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებიდან მასობრივად აძევებენ.

„კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ზეწოლით მიიღო. ეს ინფორმაცია დიდი იმედგაცრუებით მივიღეთ", — განაცხადა კარასინმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
კარასინთან შეხვედრები საფრთხეშია? - აბაშიძე საქართველოდან რუსი დიპლომატის გაწვევას აფასებს

რუსეთმა არაერთხელ გამოხატა აღშფოთება რიგი დასავლური ქვეყნების ქმედებების გამო, რომლებმაც რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით.

ასეთი ზომები პირველმა დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, რომელმაც „სკრიპალის საქმესთან" დაკავშირებით 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მარტის ბოლოს აშშ-მა, ევროპის 14-მა ქვეყანამ და უკრაინამ ანალოგიური ზომები მიიღეს და ამით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გამოხატეს.

საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წელს შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

2009 წლიდან შვეიცარია ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია ფუნქციონირებს. საქართველოს ინტერესთა სექცია კი მოსკოვში არის გახსნილი.

რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში საქართველოში - Sputnik საქართველო
„კარგი არაფერი“ – ექსპერტი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე

სკრიპალის საქმე

სკრიპალი, რომელიც ბრიტანულ დაზვერვაზე მუშაობდა და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს ბრიტანულ ქალაქ სოლსბერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ლონდონის მტკიცებით, რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით (А234) მამა-შვილის მოწამვლასთან კავშირში რუსეთის სახელმწიფოა. მომხდარის შემდეგ, ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გაიწვია და რუსეთთან კონტაქტები მაღალ დონეზე გაყინა. მოსკოვმა ამის საპასუხოდ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი, უკან გაიწვია სანქტ-პეტერბურგში საკონსულოს გახსნის გადაწყვეტილება და ასევე შეწყვიტა ბრიტანეთის საბჭოს მუშაობა.

ბრიტანეთი ასევე ცდილობს რუსეთზე ზეწოლა სხვა ქვეყნების დახმარებით მოახდინოს, მოუწოდებს რა მათ მოსკოვის წინააღმდეგ ზომების გატარებისკენ. ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ბრიუსელის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0