ბათუმში ახალ ზოოპარკს ააშენებენ

© Sputnik / Levan Avlabreliზოოპარკი
ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის მუნიციპალიტეტს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოებში ფონდი „ქართუ“ გაუწევს დახმარებას

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით  პროექტს წარადგენენ, ნათქვამია ბათუმის მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ზოოპარკის მშენებლობის ინიციატივა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არის ზოოკუთხე, რომელსაც უჭირავს 16 ათასი კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი. 

მაიმუნი ბათუმის ზოოკუთხეში - Sputnik საქართველო
ბათუმის ზოოკუთხეში ცხოველები იხოცებიან

„ზოოკუთხე საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას, რის პერსპექტივაც თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მას არ გააჩნია — ერთი მხრიდან ესაზღვრება საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, მეორე მხრიდან ცენტრალურ პარკში არსებული ტბა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შერჩეული იქნა ჩაქვის მხრიდან  ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე   ტერიტორია, რომლის ფართობი დაახლოებით   17 ათას  კვადრატულ მეტრს  შეადგენს.

„აღნიშნული ტერიტორიის შერჩევა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი იძლევა ზოოპარკის გაფართოების, ბინადართა შემატების, მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესების საშუალებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის მუნიციპალიტეტს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოებში ფონდი „ქართუ“ გაუწევს დახმარებას.

ბათუმის ზოოკუთხე 1898 წელს დაარსდა. ამჟამად ის სამ ნაწილად არის გაყოფილი — ერთ სექტორში არიან პრიმატები და ფრინველები, მეორეში — ჩანთოსნები და მესამეში — ჩლიქოსნები.


 

ყველა ახალი ამბავი
0