საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტით რუსეთი ლიდერობს

© Sputnik / Seyran Baroyanაგროპროდუქცია
აგროპროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ქვეყნებში წელს ექსპორტზე წინა წელტან შედარებით 38.1%-ით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 154.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.

სამინისტროს ცნობით, 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (41.9 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (32.3 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (28.5 მლნ აშშ დოლარი) და თხილი (18.6 მლნ აშშ დოლარი).

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
წელს ქართულმა ღვინომ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებლის გული დაიპყრო

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს: რუსეთი (52.2 მლნ დოლარი), ევროკავშირი (42.6 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (23.2 მლნ დოლარი), თურქეთი (22.2 მლნ დოლარი), უკრაინა (16.5 მლნ დოლარი) და ყაზახეთი (11.1 მლნ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 11.8 მლნ აშშ დოლარით (38.1%) გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და თხილის ექსპორტის ზრდამ.

სპირტიანი სასმელები 6.6 მლნ (121.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.9 მლნ (61.7%) და თხილი 1.6 მლნ (13.8%) აშშ დოლარით გაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0