ძლიერმა ქარმა ქედის სოფელ ზვარეში კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ძველ მეჩეთს სახურავი ახადა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან
სოფელ ზვარეში უკვე ჩავიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალისტები, რომლებმაც ქარისგან დაზიანებული მეჩეთი დაათვალიერეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ისტორიული შენობის აღდგენითი სამუშაოები