ჩოგოვაძე: მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

გამოწერა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს, მარტის თვეში რამდენი პროცენტით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა.
ჩოგოვაძე: მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში სიტყვა ტურიზმი გადაიქცა წარმატების სინონიმად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. რაც შეეხება მარტის თვის მაჩვენებლებს და იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვს, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 292 017 შეადგინა, რაც 72 403-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე და ფიქსირდება +33%-იანი ზრდა“, განაცხადა ჩოგოვაძემ.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან 133 448, სომხეთიდან 109 371 თურქეთიდან 100 721 რუსეთიდან 91 529 და ირანიდან 58 828 განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0