ერევანში, სწრაფი კვების რესტორან "ბურგერ კინგში" ძლიერი აფეთქება მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან
ერევანში სევერნის გამზირზე "ბურგერ კინგში" აფეთქება მოხდა ორშაბათს საღამოს. ამ დროს რესტორანს დიდი რაოდენობით სტუმრები ყავდა, იუწყება "Sputnik-სომხეთი". საბედნიეროდ არავინ დაღუპულა, თუმცა დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის უცხოელებიც.

1/12
© photo: Sputnik / Lusine Adamyan
რესტორან "ბურგერ კინგში" ერევანში ორშაბათს საღამოს ძლიერი აფეთქება მოხდა

2/12
© photo: Sputnik / Asatur Yesayants
აფეთქების მიზეზი 20 კილოგრამიანი გაზის ბალონი გახდა, რომელიც ლუდის ჩამოსასხმელი აპარატურისათვის გამოიყენებოდა

3/12
© photo: Sputnik / Lusine Adamyan
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ პოლიციისა და ერევნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები

4/12
© photo: Sputnik / Asatur Yesayants
ძლიერმა აფეთქებამ რესტორნის შენობა დააზიანა

5/12
© photo: Sputnik / David Galstyan
აფეთქების მომენტში რესტორანს ბევრი სტუმარი ყავდა, მათ შორის ბევრი ბავშვი. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

6/12
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო რესტორნის რამდენიმე სტუმარმა

7/12
© photo: Sputnik / Asatur Yesayants
ყველა დაშავებული "გრიგორ ლუსავორიჩის" სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად

8/12
© photo: Sputnik / Naira Melkumyan
აფეთქების შემდეგ რესტორნის გარშემო ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა

9/12
© photo: Sputnik / Asatur Yesayants
დაიწყო რესტორნის სტუმრების სასწრაფო ევაკუაცია

10/12
© photo: Sputnik / Aram Nersesyan
კრიმინალური სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების მიზეზის დადგენა დაიწყეს

11/12
© photo: Sputnik / Lusine Adamyan
აფეთქებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

12/12
© photo: Sputnik / Asatur Yesayants
ამ დროისათვის ირანის ორი მოქალაქე უკვე გაწერეს კლინიკიდან. რუსეთის სამი არასრულწლოვანი მოქალაქე ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მათაც უახლოეს დროში გაწერენ