პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 2 მაისს წარდგება

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა მისულიყო

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური  ანგარიშით  2 მაისს გამოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახელმწიფო მეთაურის რანგში ეს მარგველაშვილისთვის დეპუტატების წინაშე სიტყვით ბოლო გამოსვლა იქნება, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება. სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
სამი ამოცანა ქართული ოცნებისათვის

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით კანონმდებლების წინაშე თებერვალში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა წარდგეს. 

წელს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა, პრეზიდენტი ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ყველა ახალი ამბავი
0