სისაური: სასტუმროების ასაშენებლად დაახლოებით 100 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს

© FB / National Agency of State Propertyეკატერინე სისაური
ეკატერინე სისაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეული ქონება გაყიდა , განუცხადა „Sputnik -საქართველოს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა.
სისაური: სასტუმროების ასაშენებლად დაახლოებით 100 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს

„ბაზარი არის მრავალფეროვანი, გაყიდვები ჩვენ გვაქვს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ამ დროისთვის უკვე რამდენიმე ათეული ქონებაა გაყიდული და  ძალიან მალე ვგეგმავთ პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიების ჩატარებასაც“ — აღნიშნა ეკატერინე სისაურმა.

ეკატერინე სისაურის თქმით, ორი წლის განმავლობაში გაყიდულია 50 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 100 მლნ ლარია.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წელს დაიწყო და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.

ყველა ახალი ამბავი
0