აპლიკაცია, რომლითაც მძღოლები ავტოსამრეცხაოში პრივილეგირებული მომსახურებით ისარგებლებენ

© FB / Smart Washავტოსამრეცხაო Smart Wash
ავტოსამრეცხაო Smart Wash - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერი ადამიანისთვის თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რიგში დგომა და იქ დაკარგული დრო, ვფიქრობ უსიამოვნო და ამავე დროს საზიანოცაა ჩვენი საქმიანობისთვის. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალურად მძღოლებისთვის შეიქმნა აპლიკაცია Smart Wash.

SmartWash-ი არის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია წინასწარ, მინიმუმ ერთი საათით ადრე, ჩაეწეროს აპლიკაციაში მითითებულ ნებისმიერ ავტოსამრეცხაოზე, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო, წინასწარ გადაიხადოს დაჯავშნის ღირებულება და ისარგებლოს ავტო სამრეცხაოს პრივილეგირებული მომსახურებით. პროექტის შესახებ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვასილ უსენაშვილი გვესაუბრა.

© FB / Smart Washავტოსამრეცხაო Smart Wash
ავტოსამრეცხაო Smart Wash - Sputnik საქართველო
ავტოსამრეცხაო Smart Wash

— პროფესიით იურისტი ვარ. პრაქტიკაში არაერთხელ მაქვს გამოცდილი ის დისკომფორტი, რასაც ქვია ავტოსამრეცხაოს რიგში დგომა და დიდი დროის კარგვა. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი შემექნა  აპლიკაცია „Smart Wash“. აპლიკაციის მიზანია, გავრეცხოთ მანქანა ჩვენთვის სასურველ დროს და რაც მთავარია ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე.

- როგორ უნდა მოიხმაროს აპლიკაცია მომხმარებელმა?

— აპლიკაცია შესაძლებელია გადმოწეროს, როგორც ios, ასევე android-ის მომხმარებელმა. მისი გადმოწერა უფასოა. აპლიკაციაში დღეისათვის ატვირთულია თბილისის მასშტაბით 15-მდე სხვადასხვა სამრეცხაო, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, აირჩიოს ავტ სამრეცხაო ადგილმდებარეობის, სამუშაო საათების, ფასების და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, დაჯავშნოს ადგილი მისთვის სასურველ დროს და ადგილზე მისვლისას გარეცხოს მანქანა პირველივე განთავისუფლებულ ბოქსში.

© FB / Smart Washავტოსამრეცხაო Smart Wash
ავტოსამრეცხაო Smart Wash - Sputnik საქართველო
ავტოსამრეცხაო Smart Wash

- რამდენად მარტივია აპლიკაციით სარგებლობა?

— აპლიკაციის გაკეთების ძირითადი აზრი იყო, რომ ის ყოფილიყო მაქსიმალურად მარტივი. გადმოწერის შემდეგ, ერთჯერადად გადიხართ რეგისტრაციას: შეგყავთ ტელეფონის ნომერი, სადაც მოგდით ვერიფიკაციის კოდი. კოდის შეყვანის შემდეგ, შეგყავთ მანქანის სარეგისტრაციო ნომერი და მანქანის ტიპი (სედანი, ჯიპი და ა.შ.). შემდეგ უკვე ყველაფერს მომხმარებელი ირჩევს, მაგალითად თბილისის რომელ რაიონში სურს სამრეცხაოს მოძებნა, ირჩევს მისთვის სასურველ თარიღს, დროს და პლასტიკური ბარათით იხდის ჯავშნის ღირებულებას — 2 ლარს.

- როგორ ამარტივებს აპლიკაცია პრობლემებს, რომელსაც მანქანის რეცხვის დროს აწყდებოდნენ მძღოლები?

— სამრეცხაოში მისვლისას, მომხმარებელი კითხულობს მერამდენეა რიგში და გაუმართლებს თუ მინიმუმ 3-4 მაქანის შემდეგ გარეცხავს საკუთარ მანქანას. ხოლო წვიმიანი დღეების შემდეგ საერთოდ შეიძლება მეშვიდე ან მერვე  იყოს, რაც თავისთავად გულისხმოს მინიმუმ 20-30 წუთის ლოდინს. Smart Wash-ის მეშვეობით თქვენ წინასწარ აკეთებთ ჯავშანს და ადგილზე მისვლისას სარგებლობთ პრივილეგირებული მომსახურებით, ანუ პირველივე განთავისუფლებულ ბოქსში შეიყვანენ თქვენს მანქანას. Smart Wash გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი ამინდის პირობებში, სამრეცხაოში მისვლისას, რიგში იყოთ პირველივე და არ დაკარგოთ ზედმეტი დრო ლოდინში.

- სად არის შესაძლებელი Smart Wash-ის სერვისით სარგებლობა?

ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში, თითქმის ყველა უბანში, დაახლოებით 15 სამრეცხაოსთან ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა სამრეცხაოების რაოდენობა გაიზრდება.

© FB / Smart Washავტოსამრეცხაო Smart Wash
ავტოსამრეცხაო Smart Wash - Sputnik საქართველო
ავტოსამრეცხაო Smart Wash

- დასაწყისში, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდით იყო თუ არა ხარვეზები აპლიკაციის რეგისტრაციის ან სარგებლობის დროს? როგორ აღმოფხვერით და დღეს როგორ მომსახურებას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

— Smart Wash-ი სტარტაპია. რეალურად პირველ ნაბიჯებს ეხლა ვდგამთ. დაახლოებით ორი თვეა რაც აპლიკაცია მუშაობს.  ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ აპლიკაცია ბოლომდე დაგვეტესტა და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მისი გაშვება ხარვეზების გარეშე მომხდარიყო, რამაც შედეგი გამოიღო. ჯერ ჯერობით არ გვქონია ისეთი შემთხვევა, რომ კლიენტი უკმაყოფილო ყოფილიყო რაიმე სახის ხარვეზით. მიუხედავათ ამისა, ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვართ და მინიმალურ დროში მოხდება მისი გასწორება, რა თქმა უნდა თუ ასეთი შემთხვევა იქნება.

- საზოგადოებამ როგორ მიიღო თქვენი წამოწყება?

— ყველა მომხმარებელი, ვინც ისარგებლა ჩვენი მომსახურებით, ძალიან კმაყოფილია. იყო შემთხვევები, როცა მომხმარებელს პირდაპირ სამრეცხაოდან დაურეკავს ჩვენთან და მადლობა უთქვამს, რადგან სამრეცხაოში მისვლისას 6-7 მანქანა დახვდა რიგში, თუმცა მან ისარგებლა პრივილეგიით და გარეცხა მანქანა პირველივე განთავისუფლებულ ბოქსში.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— პირველ რიგში გვსურს სამრეცხაოების დამატება. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან და უკვე უახლოეს მომავალში დავამატებთ რამდენიმე მათგანს. ვგეგმავთ სხვა ქალაქების დამატებას, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0