სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზე: მეტროს მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან

© photo: Sputnik / Stringerმეტროპოლიტენის ვაგონი
მეტროპოლიტენის ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველდღიურად თბილისის მეტროპოლიტენი 300 ათასამდე მგზავრს ემსახურება

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი იმუქრება გაფიცვით და მეტროს პარალიზებით და ხელფასის გაზრდას მოითხოვს.

ამ მოთხოვნით მეტროს თანამშრომლებმა ორშაბათს გამაფრთხილებელი აქცია მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს.

ამ მომენტისთვის მემანქანეების საათობრივი ხელფასი 7 ლარს შეადგენს. აქციის მონაწილეები 10 ლარამდე მის გაზრდას მოითხოვენ.

მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა

„გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს. მათი სამუშაო პირობები მძიმეა და დამატებით სხვა სამუშაოს შეთავსებას ვერ ახერხებენ“, — განაცხადა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ.

მისი თქმით, დღეისათვის მემანქანის საშუალო ხელფასი 1 200 ლარს შეადგენს. მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს გაუტოლდა, აღნიშნა კაპანაძემ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ადვოკატი ბექა ბადრიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პროფკავშირები განაცხადის შეტანას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპირებენ, რათა უწყებამ მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების დროს მედიატორის როლი შეასრულოს.

ადვოკატის განმარტებით, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

მეტროს ვაგონი სადგურზე „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო
ADB თბილისის მეტროს რემონტზე 12 მილიონ ევროს გამოყოფს

„თუ აღნიშნული პერიოდის შემდეგ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, მემანქანეები დაიწყებენ გაფიცვას, რაც მეტროპოლიტენის გაჩერებას ნიშნავს“, — განაცხადა ბადრიშვილმა.

ეს პირველი საპროტესტო აქცია არ არის, რომელსაც მეტროპოლიტენის თანამშრომლები მართავენ. ისინი გასული წლის გაზაფხულზეც იმუქრებოდნენ მეტროპოლიტენის პარალიზებით.

მოლაპარაკებების შედეგად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ თანამშრომელთა სამიდან ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სტაჟს გათვალისწინებით თანამშრომლების ხელფასების გაზრდის მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო.

ნამსახურების მიხედვით ხელფასის გაზრდის გარდა, მომიტინგეები მაშინ ხელფასის გაზრდას ლარის კურსის დაცემის გათვალისწინებით და ღამის საათებში მუშაობისთვის მოითხოვდნენ. მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასების გაზრდისთვის უწყებას თანხები არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0