სახალხო დამცველმა ციხეებში არსებული პრობლემებზე ისაუბრა

© Facebook / Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაფორმალური მმართველობა და კრიმინალური სუბკულტურა ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას ციხეებში, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ციხეებში არსებული პრობლემებზე ისაუბრა

„გაუმჯობესებული ვითარების პარალელურად, მიგვაჩნია, რომ არაფორმალური მმართველობა და კრიმინალური სუბკულტურა ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას ციხეებში. ამას ადასტურებს თავად პატიმრების მიერ სახალხო დამცველთან გამოგზავნილი საჩივრების და განცხადებების შინაარსიც“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში საქართველოს პარლამენტს  უკვე წარუდგინა. 347 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, მითითებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0