მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს - ოზურგეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

© FB / Dato Shalikashviliწაქცეული ხე
წაქცეული ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განუცხადეს  „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტს ოზურგეთის მერიაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 აპრილს

როგორ მერიაში განმარტავენ,  ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა  დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში მრავალბინიანი კორპუსები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები  და გაზსადენი მილები.

ასევე ძლიერმა ქარმა სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები  გადახადა. უამინდობამ ასევე პრობლემები შეუქმნა ქალაქის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებსაც.

მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 

შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0