50-ზე მეტი ტურისტი მოიწამლა ვაშინგტონში

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები. ვაშინგტონი
მსოფლიოს ქალაქები. ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ორმოცდაათზე მეტი ტურისტი, რომელთა უმრავლესობა მოზარდები არიან, საკვები მოწამვლის ნიშნებით ვაშინგტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება РИА Новости კოლუმბიის ოლქის სახანძრო სამსახურის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტზე დაყრდნობით.

სავარაუდოდ ლონდონიდან ჩასული ტურისტების ჯგუფმა ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში რეგისტრაციისთანავე სამედიცინო დახმარებას მიმართა. თავიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს ცხრა ადამიანი, შემდეგ მათ დაემატა კიდევ ოთხი, მერე კი დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.

შაურმა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
რუსთავში ექვსი ბავშვი შაურმით მოიწამლა – სიმართლეს ექსპერტიზა დაადგენს

„სასტუმრო Harrington-ში დაავადებულთა მდგომარეობა: სულ ჯამში საავადმყოფოში გადაყვანილია 48 მოზარდი და სამი მოზრდილი. ზოგიერთს ავადმყოფობის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ ისინი საავადმყოფოში პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანეს“, — აცხადებს უწყება Twitter-ში.

როგორც გაზეთი New York Daily News-ი იუწყება, ადამიანებმა მოწამვლის პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ ნიუ-იორკში იგრძნეს, მაგრამ გადაწყვიტეს დედაქალაქში ჩასულიყვნენ და დახმარებისთვის იქ მიემართათ.

ტურისტების მოწამვლის ფაქტს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი გამოიძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0