იაპონიაში „ცეცხლგამძლე“ ნაყინი იყიდება, რომელიც არ დნება

© Pixabay / silviaritaნაყინი. არქივის ფოტო
ნაყინი. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუგბარი თმის ფენის ზემოქმედების ქვეშაც ინარჩუნებს ფორმას

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. იაპონიაში იყიდება ნაყინი, რომელიც არ დნება და 28 გრადუს სითბოშიც კი ინარჩუნებს ფორმას, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

სხვადასხვა უცნაური ფორმის დესერტები იაპონიის ერთ-ერთ საკონდიტროში მზარეულმა სრულიად შემთხვევით შექმნა. მას ნუგბარის ახალი სახეობის შექმნა სურდა და ამისათვის იყენებდა „ულამაზო“ მარწყვს, რომელიც არასტანდარტული ფორმისაა და გასაყიდად არ გამოდგებოდა.

რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მზარეული მიხვდა, რომ მარწყვის ექსტრაქტის ჩამატების შემდეგ კრემი მაგრდება. მიუხედავად იმისა, რომ ის საკონდიტრო ნაწარმში უსარგებლო და ზედმეტია, სპეციალისტებმა მისი გამოყენება ნაყინში გადაწყვიტეს.

მეცნიერების თქმით, მარწყვის ექსტრაქტი კარაქსა და წყალს აორთქლებასა და გამოყოფაში ხელს უშლის, ამიტომ დესერტი გაყინულ მდგომარეობაში რჩება, თუნდაც ფენის ზემოქმედების ქვეშაც. ჟურნალისტებმა, მკვლევარმა და რიგითმა მომხმარებელმა დატესტეს პროდუქტი. ის სითბოში მოათავსეს და სიცხით ზემოქმედება სცადეს. შედეგად ნაყინი თავდაპირველ ფორმას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.

იმის შესახებ, გაიყიდება თუ არა დესერტი Kanazawa Ice იაპონიის ფარგლებს გარეთ, ცნობილი არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0