კარნავალზე "BoogelWoogel 2018" სოჭის კურორტი "როზა ხუტორის" მთიდან საცურაო კოსტიუმებით მასობრის დაშვებაში დაახლოებით 1800 მოთხილამურე და სნოუბორდისტი მონაწილეობდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს საუკეთესო ფოტოები ღონისძიებიდან

წელს კარნავალ BoogelWoogel-ზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა კვლავ გადაწყვიტეს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა ხალხის რაოდენობით

წელს კარნავალზე დაახლოებით 1800 ადამიანი მონაწილეობდა

გასულ წელს კარნავალის მონაწილეთა რაოდენობა იყო 1008

კარნავალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო

რეკორდის დასამყარებლად ღონისძიების 1200 მონაწილეს მაინც უნდა დაეცვა კონკურსის წესები

BoogelWoogel 2018-ის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა ცმოდათ შორტები ან საცურაო კოსტიუმები

მთიდან დაშვება შეიძლებოდა როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით

მთიდან დაშვებისას სიჩქარეს მნიშვნელობა არ ქონდა

კონკურსში უმთავრესი წარმოდგენაში მონაწილეობა იყო, თუმცა ფინიშამდე მისვლაც აუცილებლად მიიჩნეოდა

ჯამში მასობრივი დაშვება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა

ზოგიერთი მონაწილე სპეციალურად კონკურსში მონაწილეობისათვის პირველად დადგა თხილამურებზე

რამდენიმე თვეში გაირკვევა, შევა თუ არა გინესის რეკორდების წიგნში ბოლო კარნავალი

კარნავალის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრება თხილამურებითა და სნოუბორდით აუზში ხტომაში

გასართობ პროგრამაში შედიოდა ფრენბურთი თოვლში, საღებავების ფესტივალი და ქუჩის საკვების დღესასწაული

კარნავალის მონაწილეები შესანიშნავად გაერთნენ. BoogelWoogel 2018-ზე მონაწილეებს დაუვიწყარი მოგონებები დარჩათ