ირაკლი კობახიძემ ფეხბურთი ითამაშა

© FB / Parlaiment of Georgiaსაქართველოს პარლამენტის სიმბოლური ნაკრები და გუნდი „გენერალი“
საქართველოს პარლამენტის სიმბოლური ნაკრები და გუნდი „გენერალი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში წარსულში ცნობილი ფეხბურთელები არიან, გუნდ „გენერალთან“ დამარცხდა

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები ფეხბურთის მატჩში დამარცხდნენ.

საქართველოს პარლამენტის ფეხბურთის გუნდის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი კასპის გუნდის „გენერლების“ გამარჯვებით — 9:6 დასრულდა.

პარლამენტის გუნდის წევრები არიან საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები, წარსულში ცნობილი ფეხბურთელები მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე, აგრეთვე მამუკა მდინარაძე და ბექა ნაცვლიშვილი.

„ეს არის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. დღეს პარლამენტის გუნდი კასპის რაიონის ერთ-ერთ პოპულარულ გუნდთან ვმართავთ შეხვედრას. მადლობა მინდა გადაუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩემ კოლეგა დეპუტატებს, რომ მხარი დამიჭირეს და დღეს ასეთი სპორტული შეხვედრა შედგა“, — განაცხადა კობახიძემ მატჩის შემდეგ.

როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის სპიკერი ფეხბურთთან მწყრალად სულაც არ არის და საკმაოდ კარგ სპორტულ ფორმაშია, თუმცა მიზანი არც ისე ზუსტი აქვს. 

თამაშის შემდეგ მონაწილეებმა მაისურები გაცვალეს და ჯგუფური ფოტო გადაიღეს.


ყველა ახალი ამბავი
0