აქცია მესტიაში: რას აპროტესტებს შვიდი თვის ორსული ქალბატონი

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, მესტიაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ხვდებიან.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მესტიის მერიის შენობის წინ „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა აქციას მართავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას არ დაუშვებენ.

ადგილობრივი მკვიდრი, შვიდი თვის ორსული მაგდა გულედანი პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა, რათა მძიმე ტექნიკის გატარებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, ის მანამ არ ადგება, სანამ მძიმე ტექნიკას არ გაწევენ და რაიონიდან სპეცდანიშნულების რაზმებს არ გაიყვანენ.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ აქცია რამდენჯერმე გამართა.

იარაღი სროლის ადგილას - Sputnik საქართველო
მედიამ დაადგინა, ვინ ესროლა მესტიაში ლომარ ნიგურიანს

„სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ გასული წლის დეკემბრის თვეში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა, რათა დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ ხერხს, სვანეთში ჰესებისა და ოქროს მოპოვებითი პროექტების შესაჩერებლად.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა მიმდინარე წლის მარტის თვეში. აქციაზე მისული ერთ-ერთი ორსული ქალი პროტესტის ნიშნად მიწაზე დაწვა.

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობა ერთი წელია მიმდინარეობს და სამშენებლო პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ფერხდება.

კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, აცხადებს, რომ მშენებლობა უსაფრთხოა, თუმცა, 20 მარტს მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, მესტიაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ხვდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0