თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ინსპექტორი ნ.ბ. მოქალაქე ა.მ-ს საქმის მოგვარებას და ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 4000 ლარამდე თანხა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მას მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა.
პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცების სახოთ ამოიღო.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.