საქართველოში ექიმის პროფესიას სულ უფრო მეტი უცხოელი ეუფლება

© photo: Sputnikრადიო
რადიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2009 წლის შემდეგ დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა, განუცხადა სასწავლო დაწესებულების კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
საქართველოში ექიმის პროფესიას სულ უფრო მეტი უცხოელი ეუფლება

„ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში 2300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, 2009 წელს კი მათი რაოდენობა სულ რაღაც 200 იყო. მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული არაპირდაპირი ინვესტიცია კი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტია“ — აღნიშნა ზურაბ ორჯონიკიძემ.

ტელეკომპანიის ცნობით, სამედიცინო უნივერსიტეტში განათლებას ამჟამად 65 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, რაოდენობრივად ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდანაა, ყველაზე მაღალმოთხოვნადი მიმართულება უცხოელ სტუდენტებს შორის კი ზოგადი მედიცინაა.

ყველა ახალი ამბავი
0