თბილისში უძრავი ქონების გამოფენა–გაყიდვა იმართება

© Sputnik / Anna Anastasiadiუძრავი ქონების გამოფენა
უძრავი ქონების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მიმდინარე უძრავი ქონების გამოფენის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას, როგორ შეიძინონ და მოაწყონ სავაჭრო ფართები

თბილისი, 30 მარტი — Sputnik.  საქართველოში უძრავი ქონების პირველი გამოფენა–გაყიდვა Area EXPO 2018,  რომელშიც ასამდე დეველოპერული კომპანია მონაწილეობს, EXPO Georgia–ს საგამოფენო დარბაზში ტარდება, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი.

გამოფენაზე შესაძლებელია საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა სამშენებლო პროექტების გაცნობა და კომპანიებისგან სპეციალური შემოთავაზეზებით სარგებლობა. ზოგიერთი კლიენტისთვის ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა შეიძინონ საცხოვრებელი და კომერციული ფართები. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

 „ღონისძიება განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს – როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი კლიენტებისთვის. აქ ისინი გაეცნობიან დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე სამშენებლო პროექტების შესახებ, ამასთან გაიგებენ  თუ რა პირობებში შეიძლება უძრავი ქონების შეძენა“, – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნინო ჯინჯოლავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი დეველოპერული კომპანიები, როგორიცაა Hualing Group–ი, Terrassa Group–ი, Matrix Group–ი, IBC, Rivers Towers–ი, BINADARI. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია  Area Group–ი.

გამოფენა თბილისში 30 მარტი–1 აპრილის პერიოდში გაიმართება. შაბათს პოტენციური მყიდველებისთვის  უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება. სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მოუთხრობენ, ოფისისა თუ საცხოვრებელი ბინის ყიდვისას  რაზე უდა გაამახვილონ ყურადღება, როგორ შექმნან „ჭკვიანი სახლი“ და როგორ მოაწყონ საცხოვრებელი, რათა პერსპექტივაში მისგან შემოსავალი მიიღონ. 


ყველა ახალი ამბავი
0